2015 წლის ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბები

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” 2015 წლის 50 ყველაზე ძვირადღირებული კლუბის სია გამოაქვეყნა. რეიტინგს მადრიდის “რეალი” ლიდერობს, თუმც წინა წელთან შედარებით კლუბის ღირებულება 37 მილიარდი დოლარით შემცირდა. “ბარსელონამ” მეორე პოზიციიდან მეოთხეზე გადაინაცვლა, თუმცა საფეხბურთო კლუბთა შორის კვლავაც მეორე ადგილზეა. კატალონიური კლუბი “დალას ქაუბოისმა” (ამერიკული ფეხბურთი) და “ნიუ იორკ იანკისმა” (ბეისბოლი) ჩამოიტოვა.

“ფორბსი” ღირებულებად იმ თანხას თვლის, რამდენადაც კლუბი მოცემულ მომენტში გაიყიდებოდა. 50-ეულში საკალათბურთო და ბეისბოლის 22 კლუბია, როცა შარშან მათი რაოდენობა მხოლოდ ათს აღწევდა.

წარმოგიდგენთ რეიტინგში შემავალი საფეხბურთო კლუბების სიას:

კლუბი: ღირებულება: *
1. “რეალი” 3,26
…4. “ბარსელონა” 3,16
5. “მანჩესტერ იუნაიტედი” 3,10
…11. “ბაიერნი” 2,35
…29. “მანჩესტერ სიტი” 1,39
…31. “ჩელსი” 1,37
…36. “არსენალი” 1,31

 

* თანხა მოცემულია მილიარდ დოლარში (აშშ).