“სევილია” “ბორდოს” ფეხბურთელით გაძლიერდება

“სევილიამ” “ბორდოსთან” 29 წლის მცველ მარიანო ფერეირას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაციას ანდალუსიური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.

მარიანო “სევილიაში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფრანგები ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებენ.

მარიანომ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 31 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.