“ჩელსის” რომანიოლი სჭირდება

“პენსიონერები” “რომას” ცენტრალური მცველის ტრანსფერისთვის ბრძოლაში ჩაერთვნენ.

რომაელები 20 წლის სტეფან რომანიოლში 30 მილიონ ევროს ითხოვენ. ფეხბურთელისთვის “მილანიც” და “არსენალიც” იბრძოდნენ.

Sky Sport Italia ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლონდონელები ტრანსფერში მოჰამედ სალაჰს გამოიყენებენ. “ჩელსის” სურს ეგვიპტელის გაშვება მაშინ, თუ რომანიოლს სანაცვლოდ მიიღებენ.

გასულ სეზონში, ნიჭიერმა უკანახაზელმა იჯარით “სამპდორიაში” 30 მატჩში 2 გოლი გაიტანა.