დღეს საქართველოს 3×3 კალათბურთის ჩემპიონატის გახსნისას და ევრობასკეტის თასის წარდგენისას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სიტყვით გამოვიდა.
„მოგესლამებით, კალათბურთის მოყვარულებო. საამაყოა, რომ დღეს აქ ხართ. მსურს, ფედერაციას წარმატება ვუსურვო და კალათბურთის პოპულარიზაციისთვის მადლობა გადავუხადო. ამ ფორმატში ტურნირის ჩატარება ახალგაზრდობის სპორტში ჩართვაში დაგვეხმარება. მთავრობისა და სამინსიტროს სახელით, მადლობას გიხდით და მხარდაჭერას გიცხადებთ“, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.