საფრანგეთის ჩემპიონები დარწმუნებულები არიან, რომ მნიშვნელოვან გარიგებას შეათანხმებენ.
“პსჟ” “მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბის, ანხელ დი მარიას ტრანსფერში ფავორიტად ითვლება. “წითელმა ეშმაკებმა” 86 მილიონ ევროდ შეძენილი სარეკორდო ტრანსფერი ხეირიანად ვერ გამოიყენეს. გასული სეზონის მეორე წრეში არგენტინელმა სასტარტოში ადგილი დაკარგა.
თუმცა, “პსჟ”-ს მწვრთნელი, ლორან ბლანი მიიჩნევს, რომ საქმე დამთავრებულად არ უნდა მიიჩნიონ და დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა დი მარიას გაფორმება წარმატებით შეძლონ.
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე ძალიან სერიოზულ და რთულ ტრანსფერთან გვაქვს. დი მარიას შეძენა მარტო ჩვენ არ გვსურს და შეიძლება ერთმა შეცდომამ იგი დაგვაკარგვინოს,”-განუცხადა ბლანმა L’Equipe-ს.