„სან-ანტონიომ“ ევროლიგის საუკეთესო ცენტრი დაიმატა

„სან-ანტონიო სპურსმა“ თავის ოფიციალურ საიტზე სერბ ცენტრთან ბობან მარიანოვიჩთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა.

ამჟამად მხარეები კონტრაქტის დეტალებს არ ახმაურებენ.

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ ექს-მოთამაშემ განლილ სეზონში ევროლიგაში საშუალოდ 16,6 ქულა, 10,7 მოხსნა და 0,9 ბლოკი მიითვალა. გარდა ამისა, ის ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის საუკეთესო ცენტრად დასახელდა.