„ვითა“ – „უნიკსი“ 76:104 (ფოტომიმოხილვა)

წარმოგიდგენთ თბილისის „ვითასა“ და ყაზანის „უნიკსს“ შორის ვითიბი ლიგის მორიგი ტურის მატჩის ფოტომიმოხილვას.

მარიამ ნიშნიანიძის სურათები:

„ვითა“ ისევ შერცხვა

დღეს თბილისის „ვითამ“ ვითიბი ლიგის გათამაშების მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა, რომელშიც ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ყაზანის „უნიკსი“ მიიღო. შეხვედრა სტუმართა 22-ქულიანი გამარჯვებით, 104:76 დასრულდა.

სოლიდური უპირატესობა სტუმრებმა უკვე პირველი მეოთხედის შემდეგ მოიპოვეს, რომელიც 26:13 მოიგეს. მეორე მეოთხედში „ვითამ“ სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა – დიდი შესვენების წინ სტუმრები ანგარიშით 46:35 იგებდნენ.

მესამე მეოთხედი „ვითამ“ კარგად ჩაატარა და იმდენი მოახერხა, რომ სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა. საბოლოოდ, ბოლო მეოთხედის წინ „უნიკსი“ 5 ქულით იგებდა. გადამწყვეტ მეოთხედში კი სტუმრებმა 36 ქულა დააგროვეს, მაშინ, როდესაც „ვითამ“ მხოლოდ 14 მიითვალა.

საბოლოოდ, 76:104 და „ვითა“ ამჯერად 22 ქულით დამარცხდა.

თბილისელთა რიგებიდან დარიუს კარტერი გამოირჩა, რომელმაც 23 ქულა დააგროვა. „უნიკსიდან“ 36 ქულით კეით ლანგფორდი გამოირჩა.

შემდეგ მატჩს „ვითა“ 15 ნოემბერს გასვლაზე „ენისეისთან“ ჩაატარებს.

„ვითა“ – „უნიკსი“ 76:104 (13:26, 22:20, 27:22, 14:36)

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები:

„ვითა“ – ყუბანის „ლოკომოტივი“ (ფოტომიმოხილვა)

წარმოგიდგენთ „ვითასა“ და ყუბანის „ლოკომოტივს“ შორის ვითიბი ლიგის მეექვსე ტურის მატჩის ფოტორეპორტაჟს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი „ლოკომოტივის“ გამარჯვებით, 76:63 დასრულდა.

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები:

„ვითა“ კვლავ დამარცხდა

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში, ვი-თი-ბი ლიგის მე-6 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის „ვითამ“ ყუბანის „ლოკომოტივი“ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებმა ამჯერადაც იბრძოლეს, საბოლოოდ, 13 ქულით დამარცხდნენ.

პირველი მეოთხედი „ვითას“ გამარჯვებით, 21:19 დასრულდა. მეორე მეოთხედში სტუმრები უკეთესი გამოდგნენ და დიდი შესვენების წინ ანგარიშით 34:36 იგებდნენ.

სამწუხაროდ, მესამე სამწუთიან მონაკვეთში კრასნოდარელებმა კიდევ უფრო მოუმატეს და საკმაოდ სწრაფად სხვაობა 11 ქულამდე გაიზარდა. საბოლოოდ, ბოლო მეოთხედის წინ „ლოკომოტივი“ 10 ქულით იგებდა. გადამწყვეტ მეოთხედში „ლოკომოტივმა“ თავისი სხვაობა კიდევ სამი ქულით გაზარდა.

საბოლოოდ, 63:76 და თბილისელებმა ლიგის მორიგი შეხვედრა წააგეს.

საუკეთესო „ვითას“ რიგებში 20 ქულით დარიუს აკრტერი იყო, „ლოკომოტივის“ რიგებიდან კი 16 ქულით რაიან კროეკჰოფი გამოირჩა.

„ვითა“ – „ლოკომოტივი“ 63 –76 (21-19, 13-17, 15-23, 14-17)

იხილეთ მატჩის სრული სტატისტიკა

შემდეგ შეხვედრას „ვითა“ კვლავ თბილისში გამართავს – 8 ნოემბერს დედაქალაქური კლუბის მეტოქე ყაზანის უნიკსი იქნება.

ოფიციალურად: ვითიბი-ს გაერთიანებულ საკალათბურთო ლიგაში ქართული კლუბიც ითამაშებს

კალათბურთის გაერთიანებულ ვითიბი ლიგას თბილისური „ვითას“ სახით ახალი სეზონიდან ახალწვეული ეყოლება.

ცნობილ საკალათბურთო გაერთიანებულ ჩემპიონატში, რომელშიც 9 რუსული კლუბი გამოდის, ქართული გუნდი „კრასნიე კრილიას“ ადგილს დაიკავებს. ჯამში ვითიბი-ს ლიგაში 16 გუნდი თამაშობს.

ცნობისთვის, ლიგის დაწყება ოთხი ოქტომბრისთვის იგეგმება. საშინაო შეხვედრებში რუსულ, ფინურ, ესტონურ, ბელარუსულ, ჩეხურ და ლატვიურ კლუბებთან „ვითა“ თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს.