ჩლაიძის ექვსმა სამქულიანმა „ვითას“ მაინც ვერ უშველა

ვითიბი ლიგის რეგულარულ ჩემპიონატის მორიგ ტურში თბილისის „ვითა“ კრასნოიარსკში ჩავიდა, სადაც „ენისეის“ შეხვდა და ანგარიშით 73:83 დამარცხდა. მასპინძლებმა უკვე შეხვედრის დასაწყისში ინიციატივა მოიპოვეს და, თბილისელთა მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, სიტუაციას შეხვედრის ბოლომდე აკონტროლებდნენ.

კრასნოიარსკში „ვითა“ არაოპტიმალური შემადგენლოობით ჩავიდა – გუნდში სერიოზული ცვლილებებია. ასე წინა კვირას გუნდი უკრაინელმა ალექსეი ლიპოვიმ დატოვა, რომელიც სათამაშოდ უნგრეთში წავიდა. გარდა ამისა, ახალაგზრდა ლუკა ზაქრაძე თბილისის „დინამოში“ გადაბარგდა. შედეგად, პაველ გოოგემ ამ შეხვედრის განაცხადში მხოლოდ 8 მოთამაშე შეიყვანა, თანაც დღეს რელსტონ თერნერსაც არ უთამაშია. რუსულმა კლუბმა, თავის მხვრივ, სრულფასოვანი შემადგენლობაში გამოიყვანა, რომელსაც მხოლოდ დენის ზახაროვი დააკლდა – მას დასვენების საშუალება მიეცა.

თავისი სტატუსი მასპინძლებმა პირველივე წამებიდან გაამართლეს. დევიდ კენედის სწრაფი შეტევების დახმარებით სიბირელები დასაწყისშივე საგრძნობლად იგებდნენ. მეორე მეოთხედის ბოლოს კონსტანტინ ანიკეენკოს რამდენიმე შეტევის და ირაკლი ჩლაიძის ორი „სამიანის“ შემდეგ „ვითამ“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. სრულ ტრიუმფამდე ქართველებს ხელი ალექსეი ვზდიხალკინისა და ანდრეი კომაროვსკის ჩაგდებებმა შეუშალეს. საბოლოოდ, დიდი შესვენების წინ „ენისეი“ ანგარიშით 40:32 იგებდა.

გასახდელში მასპინძელთა თავკაცმა სწორი სიტყვები იპოვა – მესამე მეოთხედის დასაწყისში მისი გუნდი უკვე 8:0 იგებდა. ამის შემდეგ უპირატესობას კვლავ მასპინძლები ფლობდნენ. შეხვედრის ბოლოსკენ „ვითა“ თითქოს გააქტიურდა და კვლავ ჩლაიძის დახმარებთ სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა – 74:70, მაგრამ მატჩი „ენისეის“ გამარჯვებით, 83:73 დასრულდა.

„ვითას“ მხრიდან 24 ქულით საუკეთესო სწორედ ჩლაიძე იყო. სათქმელია, რომ ჩლაიძემ დღეს 6 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა. გამარჯვებულთა რიგებიდან მასზე 1 ქულით ნაკლები დევიდ კენედიმ დააგროვა.

„ენისეი“ – „ვითა“ 83:73 (17:10, 23:22, 21:16, 22:25)

 მატჩის სრული სტატისტიკა

600_1

 

 

ევგენი პაშუტინი: „ვითას“ შეჩერება რთული იყო“

ყაზანის „უნიკსის“ მთავარმა მწვრთნელმა ევგენი პაშუტინმა „ვითასთან“ მოგებული მატჩი შეაფასა.

„იქიდან გამომდინარე, რომ „ვითა“ კარგი გუნდია, ადვილ შეხვედრას არ ველოდებოდით. მესამე მეოთხედში მეტოქემ კარგად ითამაშა, „ვითას“ ლიდერებს თავის გამოჩენის საშუალება მივეცით, რაც დაცვაში დაშვებული შეცდომების ბრალია. აღვნიშნავდი ჩლაიძეს, რომელმაც დღეს ბევრი ქულა დააგროვა. ასევე ბოქოლიშვილის თამაშიც მომეწონა.

როდესაც „ვითამ“ სხვაობა შეამცირა, ცოტა ვინერვიულეთ. მეტოქემ თამაში იგრძნო და მისი შეჩერება რთული იყო.

ლიგაში მაღალი მიზნები გვაქვს. პრეზიდენტი ამ კლუბის შემქმნელია, შესაბამისად, მის საარსებოდ ის ყველაფერს აკეთებს. 5-6 გუნდს ასევე მაღალი მიზანი აქვს, ასე რომ, წინ რთული ბრძოლა გველის. ახლა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ“, – აღნიშნა „უნიკსის“ თავკაცმა.

„ვითა“ – „უნიკსი“ 76:104 (ფოტომიმოხილვა)

წარმოგიდგენთ თბილისის „ვითასა“ და ყაზანის „უნიკსს“ შორის ვითიბი ლიგის მორიგი ტურის მატჩის ფოტომიმოხილვას.

მარიამ ნიშნიანიძის სურათები:

„ვითა“ ისევ შერცხვა

დღეს თბილისის „ვითამ“ ვითიბი ლიგის გათამაშების მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა, რომელშიც ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ყაზანის „უნიკსი“ მიიღო. შეხვედრა სტუმართა 22-ქულიანი გამარჯვებით, 104:76 დასრულდა.

სოლიდური უპირატესობა სტუმრებმა უკვე პირველი მეოთხედის შემდეგ მოიპოვეს, რომელიც 26:13 მოიგეს. მეორე მეოთხედში „ვითამ“ სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა – დიდი შესვენების წინ სტუმრები ანგარიშით 46:35 იგებდნენ.

მესამე მეოთხედი „ვითამ“ კარგად ჩაატარა და იმდენი მოახერხა, რომ სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა. საბოლოოდ, ბოლო მეოთხედის წინ „უნიკსი“ 5 ქულით იგებდა. გადამწყვეტ მეოთხედში კი სტუმრებმა 36 ქულა დააგროვეს, მაშინ, როდესაც „ვითამ“ მხოლოდ 14 მიითვალა.

საბოლოოდ, 76:104 და „ვითა“ ამჯერად 22 ქულით დამარცხდა.

თბილისელთა რიგებიდან დარიუს კარტერი გამოირჩა, რომელმაც 23 ქულა დააგროვა. „უნიკსიდან“ 36 ქულით კეით ლანგფორდი გამოირჩა.

შემდეგ მატჩს „ვითა“ 15 ნოემბერს გასვლაზე „ენისეისთან“ ჩაატარებს.

„ვითა“ – „უნიკსი“ 76:104 (13:26, 22:20, 27:22, 14:36)

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები:

ოფიციალურად: ვითიბი-ს გაერთიანებულ საკალათბურთო ლიგაში ქართული კლუბიც ითამაშებს

კალათბურთის გაერთიანებულ ვითიბი ლიგას თბილისური „ვითას“ სახით ახალი სეზონიდან ახალწვეული ეყოლება.

ცნობილ საკალათბურთო გაერთიანებულ ჩემპიონატში, რომელშიც 9 რუსული კლუბი გამოდის, ქართული გუნდი „კრასნიე კრილიას“ ადგილს დაიკავებს. ჯამში ვითიბი-ს ლიგაში 16 გუნდი თამაშობს.

ცნობისთვის, ლიგის დაწყება ოთხი ოქტომბრისთვის იგეგმება. საშინაო შეხვედრებში რუსულ, ფინურ, ესტონურ, ბელარუსულ, ჩეხურ და ლატვიურ კლუბებთან „ვითა“ თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს.