უკრაინის 20-15/16 წლების სეზონის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩი დნეპროპეტროვსკის „დნიპრომ“ უჟგოროდში ჩაატარა, სადაც ადგილობრივ „ჰოვერლას“ შეხვდა.
57-ე წუთზე მასპინძელთა მხრიდან გოლი ჰემეგამ გაიტანა. ათ წუთში ბეზუსმა წონასწორობა აღადგინა.
საბოლოოდ, 1:1 და „დნიპრომ“ ჩემპიონატი ფრით დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ დნეპროპეტროვსკელთა ქართველმა ლეგიონერმა ჯაბა კანკავამ 90 წუთის განმავლობაში ითამაშა.
შემდეგ ტურში „დნიპრო“ ოდესის „ჩერნომორეცს“ უმასპინძლებს, რომლის შემადგელობაში გასულ კვირას მცველი დავით ხოჭოლავა ჩაირიცხა.