„კლიპერსმა“ სმიტი დაიმატა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსმა“ ფორვარდ ჯოშ სმიტთან კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებაც კალიფორნიული კლუბის ოფიციალური ვებსაიტი წერს.

განვლილ სეზონში 29 წლის კალათბურთელმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 83 მატჩი ჩაატარა, აქედან 55 შეხვედრაში მან „ჰიუსტონ როკეტსის“ მაისურით ითამაშა, 28 შეხვედრა კი „დეტროიტის“ შემადგენლობაში ჩაატარა. მისმა საშუალო მაჩვენებელმა 12,4 ქულა, 6,4 მოხსნა, 3,3 გადაცემა და 1,4 ბლოქშოთი შეადგინა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ერთ სეზონში ჯოშის ხელფასი 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს.