გლაზგოს “სელტიკის” ახალწვეული ნადირ ჩიფტჩი შოტლანდიის პრემიერლიგის ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებს.
გასული სეზონის ბოლოს 23 წლის თურქმა თავდამსხმელმა “დანდი იუნაიტედის” რიგებში “დანდის” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას დუბლი შეასრულა და მეტოქე გუნდის მცველ ჯიმ მაკალისტერს ფეხზე უკბინა.
ჩიფტჩი მაშინ მოედნიდან არ გაუძევებიათ და არც ყვითელი ბარათი უჩვენებიათ. შემდეგ შოტლანდიის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა მომხდარ ფაქტზე იმსჯელა და ფეხბურთელს ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია იმის გამო მისცა, რომ მან ინციდენტში თავისი დანაშაული უარყო.
ჩიფტჩი “დანდი იუნაიტედიდან” “სელტიკში” ამ ზაფხულს 1,5 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა.