“ატლეტიკომ” სავიჩი გაიფორმა

“ფიორენტინას” მცველი სტეფან სავიჩი მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდა. 24 წლის მონტენეგროელმა ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სავიჩი ცენტრალური მცველია, თუმცა მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში.

გასულ სეზონში მონტენეგროელმა ფეხბურთელმა “ფიორენტინას” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.