„ბაიერნი“ წარმატებას გვარდიოლას გარეშეც მიაღწევდა“

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტული დირექტორის მატიას ზამერის აზრით, მისი გუნდი წარმატებას მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას გარეშეც მიაღწევდა. ზამერმა აღნიშნა, რომ გერმანულ გრანდს მოთამაშეთა საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.

„რა თქმა უნდ,ა მწვრთნელი გუნდს ქმნის, ფეხბურთელების ფორმირებაში მონაწილეობს და თამაშის სტილს აყალიბებს. ამის მიუხედავად, ჩვენმა მოთამაშეებმა უკვე დაამტკიცეს, რომ წარმატებით გამოსვლა შეუძლიათ. ეს მწვრთნელზე დამოკიდებული არ არის“, – ციტირებს ზამერს გამოცემა „Sport1“.