როგორც ცნობილი სპორტული პორტალი „beIN Sports“-ი წერს, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მომავალ სეზონში, სავარაუდოდ, „მანჩესტერ სიტის“ უთავკაცებს.
ესპანელ სპეციალისტს მიუნხენელებთან ამჟამინდელი ხელშეკრულება სწორედ შემდეგ ზაფხულამდე აკავშირებს და იმ შემხვევაში, თუ მხარეები მას არ გაახანგრძლივებენ, გვარდიოლას „ქალაქელთა“ სახით, სათადარიგო ვარიანტი ექნება.
ცნობისთვის, „ბაიერნთან“ ორწლიანი მუშაობის პერიოდში გვარდიოლამ ორჯერ ბუნდესლიგის მოგება მოახერხა.