ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” კვირას, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. შეჯიბრში მონაწილეობას 14-დან 18 წლამდე 49 ქვეყნის 4 ათასამდე ახალგაზრდა სპორტსმენი მიიღებს.
ცალკე აღნიშვნის ღირსნი არიან მოხალისეები, რომლებსაც ამ ერთი კვირის განმავლობაში დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ფესტივალში 2 ათასი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას.
გთავაზობთ სპეციალურად “თბილისი 2015”-ის მოხალისეებისთვის მომზადებულ სპეციალურ ვიდეორგოლს.