ინტერნეტპორტალ „გურიის მოამბის“ ინფორმაციით, პარასკევს ლანჩხუთს „გურიის“ ორმა ფეხბურთელმა თენგიზ ჩიკვილაძემ და სერგი ორბელაძემ გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი სცემა.
როგორც საიტი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, ცემის მიზეზი მოთამაშეთა გუნდიდან გაშვებაა. აღსანიშნავია, რომ კლუბმა ფეხბურთელები მათთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დაითხოვა.
თავად კლუბის ხელმძღვანელობამ გოგიჩაიშვილის ცემის ფაქტი უარყო.
შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში გოგიჩაიშვილი თბილისის „დინამოს“ თავკაცობდა, საიდანაც ის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურის ადრე გაუშვეს.