„ჰიუსტონს“ ახალწვეული ჰყავს

„ჰიუსტონ როკეტსმა“ შემტევ უკანახაზელ მარკუს ტორნტონთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი გენერალურ მენეჯერზე დერილ მორიზე დაყრდნობით იტყობინება. ამჟამად შეთანხმების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა აქამდე არსებული ინფორმაციით, მხარეები ერთწლიანი კონტრაქტის შესახებ შეთანხმდნენ.

ტორნტონმა ეროვნულ საკალათვბურთო ასოციაციაში ექვსი სეზონი ჩაატარა. ამ პერიოდში ის „ნიუ-ორლეანის“, „საკრამენტოს“, „ბრუკლინის“, „ბოსტონისა“ და „ფინიქსის“ ღირსებას იცავდა. მისი საშუალო მაჩვენებელი 12,7 ქულას, 2,9 მოხსნადა და 1,4 გადაცემას შეადგენს.