ოლიმპიადა ცეცხლის გარეშე (ვიდეო, ფოტო)

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, თუმცა ცერემონიას ხარვეზების გარეშე არ ჩაუვლია. ფოირვერკის გაშვების დროს აღმოსავლეთ ტრიბუნაზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ცეცხლი მალევე ჩააქრეს. სათქმელია, რომ სტადიონის ამ მხარეს მაყურებელთა დასწრება არ იყო დაშვებული. ასე რომ, არავინ დაშავებულა.

კიდევ ერთი ლაფსუსი ცერემონიალის კულმინაციის დროს მოხდა. ბოლო მეჩირაღდნე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურად ზვიადაური გახლდათ, რომელსაც სამხრეთ ტრიბუნაზე მდგარ ფიალაზე ცეცხლი უნდა აენთო, თუმცა ცეცხლი ფიალაზე არ გადავიდა. გთავაზობთ ფოტოს, რომელიც ცერემონიალის დასრულების შემდეგ გადავიღეთ.

Olympics without fire