“ბარსელონა” რაბიოს მომავალ წელს დაიმატებს

“ბარსელონას” ხელმძღვანელები არ აპირებენ ხელი აიღონ ადრიენ რაბიოს ტრანსფერზე. თუმცაღა გართულებული სიტუაციის გამო, იძულებულები არიან კიდევ ერთი წელი მოიცადონ.

ESPN-ის ცნობით, პარიზელები კატეგორიულად უარყოფენ ყოველგვარ წინადადებას რაბიოს ტრანსფერთან დაკავშირებით. პრობლემა ვერც “ბარსელონას” სპორტული დირექტორის ვიზიტმა ვერ მოაგვარა.

ამ დროისთვის “ბლაუგრანას” ერთადერთი ხელმოსაჭიდი ის არის, რომ 23 წლის ადრიენ რაბიო “პარი სენ-ჟერმენთან” არსებული კონტრაქტის ბოლო წელს ატარებს. მომავალ ზაფხულს კი ეს უკანასკნელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

ტუჰელი: “მინდა რაბიო დარჩეს, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია”

ტომას ტუჰელმა “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველზე საუბრისას აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

“რაბიოს მომავალი მის ხელშია, მან უნდა გადაწყვიტოს კონტრაქტის გახანგრძლივება უფრო სწორი იქნება, თუ ახალი გამოწვევები მიიღოს,” – განაცხადა ტუჰელმა “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ.

“რა თქმა უნდა, მინდა, რომ რაბიო დარჩეს, თუმცა ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. ყველამ იცის, თუ რამდენად დიდი პოტენციალის მატარებელია. ჩვენ მისი საუკეთესო ფორმა ჯერაც არ გვინახავს. მასთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი,” – დაამატა ტუჰელმა.

დიდიე დეშამი: “რაბიო ფიქრობს, რომ სხვებზე უკეთესია”

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ, უარი განაცხადა საფრანგეთის ნაკრების რეზერვში ყოფნაზე. მის ამ ნაბიჯს დიდიე დეშამი საჯაროდ გამოეხმაურა.

“ფეხბურთელებს უფლება აქვთ, საკუთარი გადაწყვეტილებები თავად მიიღონ. მესმის, რომ თავს იმედგაცრუებულად გრძნობს. მე არჩევანს სპორტულ ასპექტებზე დაყრდნობით ვაკეთებ. რაბიომ შეცდომა დაუშვა, რამაც, შესაძლოა, მის მომავალზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

ის უკმაყოფილოა, რადგანაც ფიქრობს, რომ სხვებზე უკეთესია, უკეთ თამაშობს. რატომაც არა? მას ყველანაირი უფლება აქვს, ასე იფიქროს. მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ მიმდინარე სეზონში ნაკრებში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩს გადახედავს.

ნზონზი ავირჩიე, რადგანაც ჩემს სისტემაში, შემიძლია, მას სხვა დავალებებიც მივცე. არამგონია, რაბიო დაბრუნებაზე ფიქრობდეს, უახლოეს მომავალში მაინც. ფეხბურთელებისთვის ნაკრები უპირველესი რამ უნდა იყოს. როგორც ჩანს, რაბიო ასე არ ფიქრობს,” – განაცხადა დეშამმა.

“ბაიერნი” “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველით ინეტერსდება

გერმანულ პრესაში გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მიუნხენის “ბაიერნის” უფროსთა ყურადღება “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ მიიქცია.

წყაროს ცნობით, ბავარიელები ჩაბი ალონსოს შემცვლელს ეძებენ, რომელიც კარიერის დასრულებას მიმდინარე სეზონის ბოლოს აპირებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ “რეკორდმაისტერი” რაბიოს გადაბირებას, რომელსაც პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, 2014 წელსაც ცდილობდა, თუმცა ამაოდ.

“ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა მასთან არანაირი სახის კონტაქტი არ გვაქვს,” – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ 22 წლის ფეხბურთელზე საუბრისას.

რაბიო: “პრემიერ ლიგას აუცილებლად დავუბრუნდები”

“პარის სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო აღიარებს, რომ უახლოეს მომავალში ინგლისურ პრემიერ ლიგაში აპირებს გადაბარგებას.

21 წლის ფრანგმა, რომელსაც “მანჩესტერ სიტის” რიგებშიც აქვს ნათამაშები, განაცხადა: “ინგლისში ნამდვილად კარგი დრო გავატარე. იქ ცხოვრება მშვენიერი იყო.

ჩემს თავს ვუთხარი, რომ ინგლისში აუცილებლად დავბრუნდებოდი. პრემიერ ლიგაში თამაშის სურვილი ყოველთვის მქონდა. ეს ჩემშია.

თუმცა, ახლა მხოლოდ “პსჟ”-ზე ვფიქრობ. მწვრთნელს ვესაუბრე. მან კი მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს.” – განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა Telefoot-თან საუბრისას.

ამას ზლატანს ვერავინ უბედავს – რაბიომ იბრას მატჩის მიმდინარეობისას “ბ**** შვილი” უწოდა (ვიდეო)

26 ივლისს, აშშ-ში მიმდინარე ჩემპიონთა თასზე “პარი სენ-ჟერმენი” ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა, პენალტების სერიაში კი გამარჯვება ინგლისელებმა მოიპოვეს.

მატჩის მიმდინარეობისას, კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს. პარიზელთა 20 წლის ნახევარმცველმა ადრიენ რაბიოს ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეურაწყოფა მიაყენა და შვედს “ბ**** შვილი” უწოდა. როგორც ჩანს, ზლატანს ახალგაზრდა თანაგუნდელის ნათქვამი არ გაუგია.