პელე: “ეუსებიო ჩემთვის ძმასავით იყო”

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე პორტუგალიელი ეუსებიოს გარდაცვალებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის მისთვის ძმასავით იყო.

შეგახსენებთ, რომ ეუსებიო 71 წლის ასაკში, გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა.

“ძალიან სამწუხარო რამ მოხდა, ეუსებიო ჩემთვის ძმასავით იყო. ჩვენ ერთმანეთთან 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დავმეგობრდით, ბოლოს კი, ბოსტონში, ბრაზილიასა და პორტუგალიას შორის გამართულ შეხვედრისას ვნახე”, – ამბობს პელე.