მეთერთმეტე ტურში მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ლას პალმას” უმასპინძლა და დამაჯერებლად 3-0 დაამარცხა მეტოქე.
გუშინ ხესუს ვალეხოს დებიუტი შედგა “სანტიაგო ბერნაბეუზე”. ესპანელი ახალგაზრდა პირველად გამოვიდა ლა ლიგაში “რეალის” მაისურით. შეხვედრის დასრულების შემდეგ, 20 წლის ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: “ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი პირველი მატჩით “ბერნაბეუზე”. რამოსი მთელი შეხვედრის განმავლობაში მეხმარებოდა. არ არის მარტივი შეიგრძნო შეხვედრის რიტმი, მაგრამ ზიდანმა მატჩის მიმდინარეობა კარგად გაანალიზა და შესვენებაზე სწორი დავალებები მოგვცა, რომელიც კარგად შვასრულეთ და წარმატებასაც მივაღწიეთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშველოვანი გამარჯვება და წარმატების მიღწევაა”, – განაცხადა ხესუს ვალეხომ.
შეგახსენებთ, რომ ვალეხო მადრიდის “რეალში” 2015 წელს გადავიდა, მაგრამ თითო-თითო სეზონი იჯარის წესით ჯერ “სარაგოსაში” გაატარა, შემდეგ კი “აინტრატხში”.