ძიუდო: მზია ბებოშვილი ფინალშია

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ “თბილისი 2015”-ის ძიუდოს ტურნირის 52 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში მზია ბებოშვილმა რუსი სპორტსმენი ნასიბა იბრაგიმოვა დაამარცხდა და ფინალში გავიდა. მართალია, პირველი გაფრთხილება ქართველმა ძიუდოსიტმა დაიმსახურა, თუმცა შეხვედრის მიმდინარეობისას იბრაგიმოვა ტატამიდან ორჯერ გავიდა, შესაბამისად ორი შიდო მიიღო და გამარჯვება ბებოშვილს დარჩა.

ფინალამდე ბებოშვილმა ბრიტანელი ემე გრანტი და რუმინელი ანა როტარი დაამარცხა.

ფინალში მზია ბებოშვილი ჰოლანდიელ ძიუდოისტ ილსე ბურენს შეხვდება.