37 წლის თავდამსხმელი დიდიე დროგბა „მონრეალ იმპაქტის“ სტატუსით ჟურნალისტებს პირველად გაესაუბრა.
„იქამდე, სანამ „მონრეალთან“ კონტრაქტი გავაფორმე, ალექსანდრო ნესტას ვესაუბრე, რომელმაც აქ ჩინებული სეზონი ჩაატარა. კლუბის პრეზიდენტმა გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია. „ჩელსიში“ აქაურ სამწვრთნელო პროცესებს აქებდნენ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.
სუპერვარსკვლავი მხოლოდ გულშემატკვიართა თვალში ვარ, გასახდელში კი უბრალო ადამიანი ვხვდები. სტამბოლში და შანხაიში მითამაშია, მაგრამ აქ განსაკუთრებულად მიმიღეს, რასაც არ მოველოდი“, – ციტირებს დიდიეს „დეილი მეილი“.