„არსენალმა“ უოლკოტთან და კასორლასთან გაახანგრძლივა

ლონდონის „არსენალმა“ ორ მოთამაშესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის შესახებაც კლუბის ოფიციალური საიტი წერს. „მეთოფეებმა“ შეთანხმება სანტი კასორლასთან და თეო უოლკოტთან გაახანგრძლივეს.

ამჟამად მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება.

განვლილ სეზონში კასორლამ ინგლისის პრემეერლიგის 37 მატჩში ითამაშა, აქედან 33 შეხვედრა მან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 7 გოლთ გამოიჩინა. რაც შეეხება უოლკოტს, 14 თამაშში (აქედან 4 სასტარტო შემადგენლობაში) მან 5 გოლი გაიტანა.