„რეალის“ კიდევ ერთი ახალი მეკარე: „დარწმუნებული ვარ, მთავარ გუნდში ვითამაშებ“

მეკარე კარლოს აბად-ერნანდესი იჯარით მადრიდის „რეალის“ სარეზერვო გუნდში (კასტილიაში) ითამაშებს. ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ „ტენერიფესთან„ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა „სამეფო კლუბში“ ის ორწლიანი იჯარით ჩაირიცხა, რის შესახებაც ესპანური გამოცემა AS-ი წერს.

წყაროს ინფორმაციით, სეზონის ბოლოს „რეალს“ აბადის კონტრაქტის გამოსყიდვა ორ მილიონ ევროდ შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი გრანდი ამ გოლიპერის ერთი წლით გვიან შენარჩუნებას ისურვებს, მას სამი მილიონის გადახდა მოუწევს.

„ჩემი დიდი ხნის ოცნება რეალობად იქცა. დარწმუნებული ვარ, რომ „რეალის“ მთავარ გუნდში ვითამაშებ“, – განაცხადა თავად აბად-ერნანდესმა.