Sky Sports: ბაბამ სამედიცინო შემოწმება გაიარა

“არისტოკრატები” გუნდის გაძლიერებას აგრძელებენ.

“აუგსბურგის” სპორტულმა დირექტორმაც, შტეფან როიტერმაც დაადასტურა, რომ აბდულ რაჰმან ბაბამ გაიარა ლონდონში სამედიცინო შემოწმება და სულ მალე “ჩელსის” შეუერთდება.

ახალგაზრდა მარცხენა მცველი “პენსიონერებში” ფილიპე ლუისის შემცვლელად მიდის. ინგლისელებს ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდათ.

Sky Sports: ბაბა “ჩელსის” ფეხბურთელია

“აუგსბურგის” მცველი რამდენიმე დღეში “არისტოკრატთა” ფორმას მოირგებს.

ინგლისური პრესის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ 21 წლის უკანახაზელის, აბდულ რაჰმან ბაბას ტრანსფერის თაობაზე.

ცოტა ხნის წინ, მარცხენა მცველი ფილიპე ლუისი “ჩელსიმ” “ატლეტიკოში” დააბრუნდა, ამიტომ თუ ბაბას ტრანსფერზე შეთანხმება ვერ მიაღწევდნენ, “ტოტენჰემელ” დანი როუზს დაიმატებდნენ.

ლონდონელებმა თავიდან გერმანულ კლუბს 25 მილიონი შესთავაზეს, მაგრამ პრესის ინფორმაციით, 30 მილიონზე ორივე გუნდი შეთანხმდა.

გასულ სეზონში, ბაბამ ბუნდესლიგაში 31 მატჩი ჩაატარა.

“ჩელსიმ” 25 მილიონად “აუგსბურგის” მცველი იყიდა

აბდულ რაჰმან ბაბა კარიერას “სტემფორდ ბრიჯზე” გააგრძელებს.

გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, რომ “ჩელსიმ” და “აუგსბურგმა” 21 წლის მცველის, აბდულ რაჰმან ბაბას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ვარაუდობენ, რომ ბაბამ უნდა შეანაცვლოს ფილიპე ლუისი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ “ჩელსი” დატოვა და მადრიდის “ატლეტიკოს” მიაშურა.

გასულ სეზონში, ბუნდესლიგაში ბაბამ 31 მატჩი ჩაატარა, სადაც 29-ჯერ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.