„მილანმა“ რომანიოლის ტრანსფერო ოფიციალურად დაადასტურა

მცველი ალესიო რომანიოლი „მილანში“ ოფიციალურად გადავიდა. იტალიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრთან „შავ-წითლებმა“ 5-წლიანი კონრაქტი გააფორმკეს, რომელიც 2020 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.

როგორც ცნობილია, ტრანსფერის ფასმა 25 მილიონ ევროს მიაღწია. სათქმელია, რომ ამ თანხას „მილანი“ „რომას“ 5 წლის განმავლობაში გადაუხდის.

„მილანმა“ „რომასთან“ მოლაპარაკება განაახლა

დღეს „მილანის“ ხელმძღვანელობა „რომას“ წარმომადგენლებს შეხვდება და მცველ ალესიო რომანიოლის ტრანსფერს განიხილავს.

„როსონერი“ 20 წლის იტალიელის შეძენის ვარიანს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ აქამდე კლუბებმა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასის თაობაზე შეთანხმება ვერ შეძლეს.

სავარაუდოდ, „მილანი“ რომანიოლისთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელის ყოველწლიური ხელფასი ორ მილიონ ევროს შეადგენს.

“მილანი”: ახალი წინადადება რომანიოლის ტრანსფერზე

“როსონერი” ცდილობს, რომ “რომას” ნიჭიერი მცველი ხელში ჩაიგდოს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, “მილანი” ალესიო რომანიოლის ტრანსფერზე ახალ, 28 მილიონიან შეთავაზებას აკეთებს.

ამავე დროს, “მგლები” 20 წლის იტალიელის შენარჩუნებას ცდილობენ, მაგრამ ამხელა თანხაზე უარს ნამდვილად ვერ იტყვიან.

ცოტა ხნის წინ, დედაქალაქელებმა “მილანისგან” 25 მილიონიანი შეთავაზება უარყვეს.

აღსანიშნავია, რომ რომანიოლი “სამპდორიაში” სინიშა მიჰაილოვიჩთან ერთად მუშაობდა.