ძიუდო: გელა ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია

თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგარზდულ ფესტივალზე ძიუდოში +90 კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელი რუსტამ კოტსოიევი (Rustam Kotsoiev) იუკოთი დაამარცხა.

დაპირისპირების დროს ქართველი სპორტსმენის უპირატესობა პირველივე წუთებიდან აისახებოდა. მოპოვებული ორი იუკოს შემდეგ პრიზიორმა უპირატესობა ბოლო წუთამდე შეინარჩუნა.

„მედლით კმაყოფილი ვარ მაგრამ უფრო დიდ სინჯს ველოდი. ამაზე გაჩარებეას არ ვაპირებ და ვეცდები საქართველოს ოქროს მედლები მოვუპოვო,“- განაცხადა გელა ზაალიშვილმა.

+90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ავსტრიელი სტეფან ჰეიგი (Stephan Hegyi) გახდა, რომელმაც ფინალში უკრაინელი ვლადისლავ ბერეზკა (Vladyslav Berezka) შიდო დაამარცხა.

“თბილისი 2015”