პაპუნაშვილმა მესამე ბუნდესლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა

შაბათს გერმანიის მესამე ბუნდესლიგის ექვსი მატჩი შედგა. ერთ-ერთ შეხდვედრაში ბრემენის „ვერდერის“ მეორე გუნდმა კოტბუსის „ენერგის“ უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მე-15 წუთზე „ბრემენელი მუსიკოსების“ კარი ბრეცკრეუზმა აიღო, მეორე ნახევრის მე-6 წუთზე კი რონი გარბუშევსკიმ პენალტი ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ხსენებულ შეხვედრაში ბრემენელთა ქართველმა ახალწვეულმა გიორგი პაპუნაშვილმაც ითამაშა – 19 წლის ნახევარმცველი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც მარკ ჰილსნერი შეცვალა.

ამ წუთისთვის „ვერდერის“ მეორე გუნდი სამი ქულით მესამე ბუნდესლიგის მეშვიდე პოზიციას იკავებს.

შემდეგ ტურში პაპუნაშვილის გუნდი გასვლაზე „ჰოლშტეინს“ შეხვდება – მატჩი 15 აგვისტოს შედგება.