ბენიტესი “ვალენსიას” ფეხბურთელებით დაინტერესდა

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი “ვალენსიას” მცველებით — ნიკოლას ოტამენდითა და შკოდრან მუსტაფით დაინტერესდა.

“ასის” ცნობით, “სამეფო კლუბის” წარმომადგენლებმა კრიშტიანუ რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშს, რომელიც “ვალენსიას” მფლობელ პიტერ ლიმას მრჩეველიც გახლავთ, სთხოვეს, რომ ამ ფეხბურთელებზე საჭირო ინფორმაცია შეეგროვებინა.

მენდეშმა მათ აცნობა, რომ ორივე მოთამაშის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ევრო წერია. “ვალენსია” ამ თანხის დაკლებას არ აპირებს.