მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ უჩვეულო აქციაში მიიღო მონაწილეობა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა უსახლკაროს გარეგნობით შეინიღბა და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მადრიდის მოედანზე ბურთით ითამაშა.
გამვლელებმა რონალდუ ვერ იცნეს, ერთ-ერთმა გოგონამ მისთვის ტელეფონის ნომრის მიცემაზეც უარი განაცხადა. ფეხბურთელი ბიჭუნას წინაშე გამოაშკარავდა და მას ხელმოწერილი ბურთიც აჩუქა.
აღსანიშნავია, რომ ეს აქცია ამა წლის იანვარში ჩატარდა, თუმცა ვიდეოს სრული ვერსია მხოლოდ ახლახან გამოქვეყნდა.