„ჩელსიმ“ მარკინიოსი ვერ იყიდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა დაცვის ცენტრის გაძლიერებაზე ფიქროდა. როგორც „სქაი სპორტსი“ იტყობინება, ერთ-ერთ კანდიდატად ლონდონელები „პარი სენ-ჟერმენის“ მცველს მარკინიოსს განიხილავდნენ.

წყაროს ინფორმაციით, 21 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ რომან აბრამოვიჩ 35-55 მილიონი ევროს გამოსაყოფად მზად იყო. ლონდონელებმა პარიზელებს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ორჯერ მიმართეს, თუმცა ორივე შემთხვევაში უარი მიიღეს.

„რეალი“ დი მარიას პსჟ-ში ტრანსფერისგან სოლიდურ თანხას მიიღებს

მადრიდის „რეალის“ ბიუჯეტი ნახევარმცველ ანხელ დი მარიას „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერის პროცენტებით შეივსება. თურმე, მსგავსი პუნქტი „რეალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის მიღწეულ შეთანხმებიაშია მითითებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელები „რეალს“ 8 მილიონ ევროს გადაუხდიან.

შეგახსენებთ, რომ დი მარიას ტრანსფერი პარიზელებს 63 მილიონი ევრო დაუჯდათ.