ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა

დღეს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფიფას ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა.

ცერემონაიზე ერთ-ერთი ნომინაცია წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ჯილდო იყო. ამ წოდებისთვის სამი ფეხბურთელი: ანტუან გრიზმანი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, 2016 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი, FIFA-ს ვერსიით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ გახდა. მან გასულ წელს მადრიდის “რეალში” ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ასევე, 31 წლის მოთამაშემ პირველი სანაკრებო ტიტულიც (ევროპის ჩემპიონატი) დაისაკუთრა.

მესი “რომას” ფეხბურთელს ყელში სწვდა (ვიდეო)

ამჟამად მიმდინარეობს გამპერის თასი, სადაც შესვენებაზე “ბარსელონა” “რომას” ამარცხებს, ანგარიშით 2-0.

მატჩის მიმდინარეობისას, მასპინძელთა შემტევმა, ლეო მესიმ “რომას” მცველს, მაპუ იანგ-მბივას დაუძაბა და ყელში სწვდა.