“წითლებმა” პრაქტიკულად შეათანხმეს ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერი.
გამოცემა Metro-ის ინფორმაციით, ბრენდან როჯერსი გუნდში ნახევარმცველს საჭიროებს და ასიერს სწორედ კლუბიდან წასული სტივენ ჯერარდის შემცვლელად ჰხედავს.
გასულ სეზონში, ილარამენდმა ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, თუმცა ნახევარზე მეტჯერ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში. “სამეფო კლუბის” ახალმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა ნათლად განაცხადა, რომ 25 წლის ნახევარმცველს სასტარტო თერთმეტეულში არ განამწესებს და სათამაშო დროის საძებნელად სხვა კლუბს უნდა მიაშუროს.
ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რომ “ლივერპული” მზადაა ლუკას ლეივას ტრანსფერზე შეთავაზებები მიიღოს. როგორც ჩანს, გუნდს გადაწყვეტილი აქვს ბრაზილიელის ესპანელით ჩანაცვლება.