„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოკეტინომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩის შეფასებისას აღნიშნა, რომ მარცხის მიუხედავად, თავისი გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილი დარჩა.
„თამაშით კმაყოფილები ვართ, თუმცა შედეგით – არა. ძალიან არ გაგვიმართლა, რადგან პირველივე შეცდომის შემდეგ გავუშვით. მეტოქემ ჩვენს დონეზე თამაში მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო. ოპტიიზმი უნდა შევინარჩუნოთ, ეს სეზონის პირველი თამაში იყო, ჯამში კი კარგ ფორმაში ვართ“, – განაცხადა ლონდონური კლუბის თავკაცმა.