„ბერნაბეუს თასზე“ „რეალის“ მეტოქის ვინაობა ცნობილია

ყოველწლიურ ტრადიციულ მატჩში, რომლის გამარჯვებული „ბერნაბეუს თასს“ მოიგებს, მადრიდის „რეალის“ წლევანდელი მეტოქე ცნობილია.

როგორც გაირკვა, „ბლანკოსი“ წელს თურქულ „გალათასარაის“ მიიღებს. შეხვედრა 18 აგვისტოს ჩატარდება.

აღნიშნული შეხვედრაში მადრიდელებს პრიმერას სტარტის წინ მომზადების საშუალება ექნებათ. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ბენიტესის გუნდის მეტოქე ხიხონის „სპორტინგი“ იქნება.