აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რასიმ ალიევი საავადმყოფოში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც „ფეისბუქზე“ „გაბალას“ ნახევარმცველის ჯავიდ ჰუსეინოვის კრიტიკისთვის ის უცნობმა პირებმა სცემეს.
ალიევმა ჰუსეინოვი კვიპროსის „აპოლონთან“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შემდეგ გააკრიტიკა. ცნობისთვის, ხსენებულ შეხვედრაში 27 წლის შუახაზელი თურქეთის დროშას აფრიალებდა და მასპინძლებს უხამს ჟესტებს უჩვენებდა.
აქამდე თავად ალიევმა განაცადა, რომ მას უცნობმა პირმა დაურეკა, რომელიც ჰუსეინოვის ნათესავად გაეცნო, რის შემდეგაც შესახვედრად დაპატიჟა. შეხვედრისას ალიევს 5-6 კაცი დაესხა თავს. შედეგად, ჟურნალისტი საავადმყოფოში მოხვდა, სადაც მას სასწრაფოდ ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა დაზარალებულის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა…
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „გაბალას“ მეტოქე თბილისის „დინამო“ იყო, რომელსაც აზერბაიჯანურმა კლუბმა, ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 3:2 მოუგო.