როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელის ხავიერ ერნანესის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით საუბრები არ წყდება, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მის გაშვებას არ აპირებს. წყაროს ვარაუდით, ჰოლანდიელი სპეციალისტი ჩიჩარიტოს სახით უეინ რუნის შედეგ გუნდის მეორე თავდამსხმელს ხედავს.
შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში ჩიჩარიტომ იჯარით მადრიდის „რეალში“ ითამაშა.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკის ნაკრების ფორვარდის შეძენის სურვილი „ტოტენჰემ ჰოთსპურისსა“ და „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ხელმძღვანელებს აქვთ.