ალენიჩევს თბილისში ჩატარებული სუპერთასი მოეწონა

მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა „დინამო არენაზე“ „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის ჩატარებული მატჩი შეაფასა.

„უეფას სუპერთასის მატჩი ძალიან მომეწონა. ეს ნამდვილი სანახაობა იყო. გუშინ ვიფიქრე, რას იტყვიან ექსპერტები, თუ მსგავს თამაშს „სპარტაკი“ – ცსკა-ს მატჩში იხილავებ? სავარაუდოდ, დაცვაში ჩვენი გუნდის თამაშით ისინი უკმაყოფილონი დარჩენიან. სხვა მხვრივ, გულშემატკივრებს განსხვავევებული პოზიცია ექნებათ. ჩვენ მაყურებლებისთვის ვთამაშობთ, ამიტომ ეს ანგარიში მაწყობს“, – განაცხადა ალენიჩევმა.