„ატლანტა ჰოუქსის“ ფორვარდს მაიკლ სკოტს ნარკოტიკების შენახვის ორი შემთხვევისთვის 25-წლიანი პატიმრობა ემუქრება. აქამდე სკოტი მანქანაში ყოფნისთვის დააკავეს, რომელშიც 35 გრამი მარიხუანა და 11 გრამი ექსტაზი იყო. შემდგომ კალათბურთელმა აღიარა, რომ ნარკოტიკები მას ეკუთვნოდა.
შემდეგი სასამართლო მოსმენა, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე თვეში ჩატარდეს, რადგან ნარკოტიკები ანალიზისთვის დამოუკიდებელ ლაბორრატორიას გადასცეს, რის შესახებაც „The Atlanta Journal-Constitution“-ი წერს. გარდა ამისა, მოთამაშეს, შესაძლოა, სანქციები ლიგისგან და კლუბისგანაც დაეკისროს.