დიმა ობოლაძე: “მესიმ ნაპოლიში რომ ითამაშოს, გუნდს იტალიის ჩემპიონს ვერ გახდის”

ტელეკომპანია TVS-ის ეთერში სპორტულმა კომენტატორმა დიმა ობოლაძემ ერთმანეთს 2 არგენტინელი ფეხბურთელი – ლეო მესი და დიეგო მარადონა შეადარა.

“ვფიქრობ, მესიმ ნაპოლიში რომ ითამაშოს, ამ გუნდს იტალიის ჩემპიონს ვერ გახდის. მარადონა კი ამას აკეთებდა.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მესის სხვა გუნდში გადასვლის ეშინია, რადგან მას ბარსელონაში კომფორტს უქმნიან.

მაგრამ სხვა კუთხით რომ მივუდგეთ, მესი უფრო მისაბაძი ფეხბურთელია, ვიდრე მარადონა. მას არანაირი ნაკლი არ აქვს, მარადონა კი მოგეხსენებათ ათას სკანდალში იყო გახვეული.” – აცხადებს დიმა ობოლაძე.

წყარო: TVS.GE