შესაძლოა, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ბექა ვაჩიბერაძემ მალე საქართველოს ნაკრების მაისური მოირგოს. ამ ინფორმაციას რამდენიმე უკრაინული სპორტული ვებ-გვერდი ავრცელებს.
ვაჩიბერაძემ ცოტა ხნის წინ დონეცკის “შახტარი” დატოვა. 19 წლის ფეხბურთელით ესპანური და გერმანული კლუბები დაინტერესდნენ, მათ შორის “სევილია”, “რეალ სოსიედადი” და “ბეტისი”.
მიუხედავად იმისა, რომ ბექას უკრაინის რამდენიმე ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მისით სერიოზულადაა დაინტერესებული და დიდი შანსია იმისა, რომ ქუთაისში დაბადებულმა ფეხბურთელმა “ჯვაროსნების” ღირსება დაიცვას.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “შახტარის” რიგებში მოთამაშე ვაჩიბერაძე ლონდონის “ჩელსისთან” ანგარიშით 2:3 დამარცხდა.