ხვალ პრემიერ ლიგის მე-12 ტურში ლონდონის “ჩელსი” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” ესტუმრება.
საგულისხმოა, რომ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ანტონიო კონტე შეცვლილი იმიჯით გამოვიდა – მას წვერი აქვს მოშვებული. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ამ გადაწყვეტილების მიზეზზე ჰკითხა.
“არ ვიცი, რამდენად მიხდება, თუმცა ეს ჩემი ცოლის იდეა იყო,” – ამბობს ღიმილით ანტონიო, – “აქამდე არასდროს მიცდია შემეცვალა გარეგნობა, ეს ჩემი ცოლის რჩევით გადავწყვიტე. ვნახოთ, რამდენად იღბლიანი იქნება ეს წვერი ხვალ. მას იქამდე შევინარჩუნებ, სანამ წარმატებულ სერიას არ შევწყვეტთ. იმედი მაქვს, სეზონს დიდი წვერით დავასრულებ,” – აცხადებს კონტე.