ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2018 წელს უმთავრდება. არგენტინელი გახანგრძლივებას არ ჩქარობს. პარარელურად, მას სხვადასხვა კლუბს უკავშირებენ.
ლეოს თანამემამულემ და მეგობარმა, კარლოს ტევესმა აღნიშნულ თემაზე ისაუბრა.
“არ ვფიქრობ, რომ მესი “ბარსელონას” დატოვებს. ამ ორ მხარეს შორის ძალიან დიდხნიანი და კარგი ურთიერთობაა. ამ ყველაფრის დამთავრება ახლა, ჩემი აზრით, გამორიცხულია.”
“ვფიქრობ, ის მხოლოდ “ნიუელს ოლდ ბოიზში” გადასასვლელად დატოვებს კატალონიურ გრანდს,” – აცხადებს ტევესი.