ლონდონის “ჩელსის” ვარსკვლავმა, ვიქტორ მოზესმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც მას “სტემფორდ ბრიჯტან” 2021 წლამდე დააკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი “არისტოკრატთა” რიგებში 2012 წელს ჩაირიცხა, მაგრამ თავდაპირველად, მან ძირითადში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა. არენდის წესით, მან სხვადსხვა დროს “ლივერპულის”, “სტოკ სიტისა” და “ვესტ ჰემის” შემადგენლობებშიც ითამაშა.
ანტონიო კონტეს მოსვლის შემდგომ კი, ნიგერიელი ფეხბურთელი გუნდისათვის მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა და სწორედ მას აბარია დაცვის მარჯვენა ფლანგი.
“ძალიან ბედნიერი ვარ. მოხარული ვარ, რომ აქ დარჩენას კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე შევძლებ,” – განაცხადა მან კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას.