ჯილობოჯი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის მიერ შექმნილმა დისციპლინარულმა კომიტეტმა “სანდერლენდის” მცველი, პაპი ჯილობოჯი “ვესტ ბრომთან” გამართულ მატჩში ჩადენილი დანაშაულისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 23-ე ტურის ეგიდით გამართული მატჩის 86-ე წუთზე, ჯილობოჯიმ დარენ ფლეტჩერს სახეში ხელი ჩაარტყა. ეს ეპიზოდი მატჩის მთავარ არბიტრს გამორჩა, მაგრამ არა კომიტეტის წევრებს.

ოფიციალურად: “სანდერლენდმა” “ჩელსის” ფეხბურთელი გაიფორმა

რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ჩელსის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, პაპი ჯილობოჯი “სანდერლენდში” გააგრძელებს კარიერას. 27 წლის სენეგალელმა მოთამაშემ 4 წლიან კონრაქტს მოაწერა ხელი.

გეტყვით, რომ გასულ ზაფხულზე “არისტოკრატებმა” ჯილობოჯი 4 მილიონ ფუნტად იყიდეს “ნანტიდან”, რომელშიდაც იგი 5 წელი თამაშობდა. წინა სეზონის პირველ ნახევარში პაპიმ “ჩელსიში” მხოლოდ ერთ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც იჯარის წესით ბრემენის “ვერდერში” გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ სენეგალელ სპორტსმენს მისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ჯილობოჯი „ჩელსიში“ სამედიცინო შემოწმებას გადის

„ნანტის“ 26 წლის მცველი პაპი ჯილობოჯი ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამ მომენტისთვის ფეხბურთელი „არისტოკრატებში“ სამედიცინო შემოწმებას გადის, რის შესახებაც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ფრანს ფუტბოლი“ წერს.

წყაროს ინფორმაციით, კლუბები ტრანსფერის დეტალების თაობაზეც შეთანხმდნენ. ჯილობოჯის დამატება „ჩელსის“ 3,5 მილიონი ევრო დაუჯდება.

სავარაუდოდ, ფეხბურთელი კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.