ოფიციალურად: ბორიელო „ატალანტაში“ ითამაშებს (ფოტო)

ცნობილი იტალიელი თავდამსხმელი მარკო ბორიელო „ატალანტას“ ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.

„მიხარია გაცნობოთ, რომ „ატალანტას“ ახალი ფეხბურთელი ვარ“, – დაწერა ბორიელომ.

Boriello

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის პირველი ანხევარი 33 წლის ფორვარდმა „კარპიში“ ჩაატარა.

ბორიელო „კარპიში“ ითამაშებს

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მარკო ბორიელომ „კარპისთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც კლუბის ოფიციალურმა ვებსაიტმაც დაადასტურა.

ფორვარდი, რომელმაც კარიერაში „იუვენტუსის“, „მილანისა“ და „რომას“ რიგებში თამაშო მოასწრო, „ჯენოასთან“ კონარაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით იყო.

ტრავმისა და ფორმის დაკარგვის გამო მარკომ სერია ა-ს გასულ სეზონში მხოლოდ რვაჯერ ითამაშა.