კლაუდიო პისარომ ბუნდესლიგის რეკორდი დაამხო, რომელმაც 31 წელი გაძლო

როგორც იცით, გუშინ გერმანული ბუნდესლიგის 24-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში “ბაიერ ლევერკუზენი” ბრემენის “ვერდერთან” დამარცხდა (1-4).

აღნიშნულ მატჩში თავის გამოჩენა შესძლო 37 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, კლაუდიო პისარომ, რომელმაც მეტოქის კარი სამჯერ დალაშქრა.

ამ შედეგით პისარო გახდა ყველაზე ხნიერი მოთამაშე, რომელმაც გერმანიის ჩემპიონატში ჰეთ-ტრიკის გაფორმება შესძლო. აქამდე რეკორდი “ვერდერის” ყოფილ თავდამსხმელს, მანფრედ ბურგსმიულერს ეკუთვნოდა, რომელმაც ჰეთ-ტრიკი 1985 წელს გაიფორმა.

პისარო, შესაძლოა, „ვერდერში“ დაბრუნდეს

თავდამსხმელი კლაუდიო პისარო, შესაძლოა, კვლავ ბრემენის „ვერდერის“ მოთამაშე გახდეს.

როგორც „Bild“-ი იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობამ 36 წლის პერუელთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელის ბოლო კლუბი მიუნხენის „ბაიერნი“ იყო, რომელშიც მისი ყოველწლიური ხელფასი 4-4,5 მილიონ ევროს შეადგენდა.

ამ დროისთვის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია, შესაბამისად, მისი განაცხადში შეყვანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.