ჩეხური “ბანიკის” მთავარმა მწვრთნელმა რადომირ კორიტარმა ქვეყნის თასის გათამაშებიდან გამოვარდნის გამო კლუბის ფეხბურთელები ორიგინალურად დასაჯა. კორიტარმა საკუთარი გუნდის წევრებს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება დაავალა.
პორტალ isport.blesk.cz-ის ცნობით, ოსტრავას “ბანიკის” ფეხბურთელები ყოველ დილით —7:00-დან 9:00 საათამდე განსაზღვრულ ტერიტორიას ასუფთავებენ, 9:30 საათზე კი დილის ვარჯიში იწყება.
ცნობისთვის, “ბანიკი” ქვედა დივიზიონში მოასპარეზე “ისკრა რიმარჟოვთან” ანგარიშით 3:4 დამარცხდა.