ცნობილმა უელსელმა ექს-ფეხბურთელმა რობი სევეჯმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასა, რომელმაც ზაფხულის დედლაინის ბოლო დღეს „მონაკოს“ თავდამსხმელი ანტონი მარტიალი დაიმატა.
„სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სულელურად მოიქცა. ვშიშობ, კლუბმა თავისი საფეხბურთ უნიკალურობა დაკარგა. სეზონის დასაწყისის წინ მომეჩვენა, რომ კლუბი ტიტულისთვის იბრძოლებს, რადგან ზაფხულის დასაწყისში მანჩესტერელები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით გამოირჩეოდნენ. ვფიქრობ, ახლა გუნდი პრემიერლიგაში მესამე ადგილის დაკავებითაც დაკმაყოფილდება.
მეკარეებთან სიტუაცია ნამდვილ საგად იქცა. ამასთანავე, „მანჩესტერს“ მხოლოდ ორი ფორვარდი უეინ რუნი და ძვირადღირებული მარტიალი ჰყავს“, – განაცხადა სევეჯმა.